ახმეტაში მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ წარადგინა
ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ წარდგინა. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, კანდიდატები წარადგინეს მმართველმა პარტიამ და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’.
როგორც knews.ge-ს ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ,,ქართული ოცნებიდან” კენჭს ბიზნესმენი და მეწარმე ალექსი ფიცხელაური იყრის. ,,ნაციონალური მოძრაობიდან” კი მერობის კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილია.
ახმეტის საარჩევნო ოლქში სია 10-მა პარტიამ წარადგინა, სადაც როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, დაცულია გენდერული ბალანსი.