გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველველების თქმით, toyota-ს მარკის თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანა 60 წლამდე კაცს დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვლა.
ინფორმაციას ადგილობრივი უჩა ქემაშვილი ავრცელებს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. knews.ge ცდილობს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დეტალების მოძიებას.