ახალი ამბები

კახეთში ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართელოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევმა, არალიცენზირებული ფართობიდან უკანონოდ მოიპოვა 3 კუბური მეტრი ოდენობის ინერტული მასალა (ქვა) და განათავსა ავტომანქანაში.

ავტომანქანა დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.