იუსტიციის მინისტრმა სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახლად გახსნილ ოფისში, სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
,,დღესვე, სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა. პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.