ახალი ამბები

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ ლაგოდეხში, კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები და გუნდის წევრები წარადგინეს.

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობისკანდიდატი ლაგოდეხში მალხაზ ნოზაძე იქნება.

პოლიტიკური პლატფორმის სახელით არჩევნებში მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები იქნებიან:

დავით ლომიძე – საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მაჟორიტარობის კართუბნის და ბოლოკიანის თემის ოლქში ლაშა მახათაძე – საკრებულოს მოქმედი წევრი

ლელა ქვრივიშვილი – მაჟორიტარობის კანდიდატი თელის, წიფლის წყაროს, თამარიანის, ცოდნისკარის, დავითიანის, ვარდისუბნის, მშვიდობიანის, საქობოს და ჭიაურის თემში

გელა კობახიძე – საკრებულოს წევრი

ბესიკ თაბუნიძე – საკრებულოს მოქმედი წევრი

ნათია ჭიოკაძე – საკრებულოს ყოფილი წევრი

ზაზა კევლიშვილი – საკრებულოს ყოფილი წევრი

ისაკო ცქიფურიშვილი – მაჟორიტარობის კანდიდატი აფენის მაჟორიტარულ ოლქში,ბიზმესმენი, ქველმოქმედი

კახაბერ ჭუმბურიძე – პარტიის საკრებულოს სიის წევრი, მაჟორიტარობის კანდიდატი ლელიანის თემში

თეიმურაზ მჭედლიშვილი – პარტიის სიის პირველი ნომერი საგარეჯოში

ოთარ მინაშვილი – პარტიის სიის პირველი ნომერი გურჯაანში.