ახალი ამბები

Facebook-ი ქცევის წესებს ამკაცრებს – ნახეთ რომელ მომხმარებელს ეხება შეზღუდვები

მედიის ინფორმაციით, „ფეისბუკი“ მომხმარებელთა ქცევის წესებს ამკაცრებს. წესები მკაცრდება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც „ფეისბუკის“ ქცევის წესებს არღვევენ და მავნებლურ აქტივობებში არიან ჩართული.

როგორც მასალაშია აღნიშნული, ასეთი მომხმარებლების წინააღმდეგ იმავე მეთოდებს გამოიყენებენ, რასაც ყალბი ანგარიშებით კოორდინირებული თავდასხმების დროს გამოიყენებოდა.

საუბარია ისეთ მომხმარებლებზე, რომლებიც მაგალითად ცრუ მიზეზებით ასაჩივრებენ ზოგიერთ გვერდს, რაც შემდეგ ამ გვერდის დაბლოკვის მიზეზი ხდება. ან მასობრივად და კოორდინირებულად ტოვებენ კომენტარებს კონკრეტული მომხმარებლის გვერდზე, რასაც „ფეისბუკში“ კიბერშევიწროებად მიიჩნევენ.