ახალი ამბები

სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები თელავშიც გამოფინეს

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები თელავშიც გააკრეს.

დედაქალაქის მსგავსად, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ბანერის უკან, სიძულვილის ენის შემცველი ბილბორდები გამოჩნდა.

ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.

ფოტო გიორგი გახარიას პარტიის თელავის მერობის კანდიდატმა, გიგა ორკოდაშვილმა გაავრცელა.
,,ყველა კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება იმყოფება სრულ აგონიაში და ყოველდღიურად ერთმანეთზე დიდ შეცდომებს უშვებს. ამის ნათელი გამოხატულებაა, თუნდაც, ეს ბანერი.
ნაციონალური მოძრაობის საფრთხობელად გამოყენება ვეღარ უშველით, და 2 ოქტომერს ქართველი ხალხი, განსაკუთრებით თელაველები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს”,-
წერს გიგა ორკოდაშვილი.