ახალი ამბები

საქსტატი- საარსებო მინიმუმი 221 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემებით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 221.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 218.3 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 38.8 ლარით არის გაზრდილი. შარშან აგვისტოში საარსებო მინიმუმი 182.3 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით, 2.4 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 193.4 ლარის ნაცვლად 195.8 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 161.5 ლარს შეადგენდა.