ახალი ამბები

გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, რადგან ვერ ხედავს ამის საფუძველს.

მან ასევე, თქვა, რომ საზოგადოების თვითშეგნებით კმაყოფილია. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემოღებამდე ეს ასე არ იყო.

“სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ამის საფუძველს. რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია არა მასობრივი, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია.