თელავის ,,წმინდა ბარბარეს’’ სახელობის ეკლესია
თელავში, ზუზუმბოსკენ მიმავალ გზაზე, შეგხვდებათ არქიტექტურული ძეგლი, რომელიც თელავის განაპირას ნაეკლესიარზეა აშენებული.
ისტორიკოსების ინფორმაციით, ძეგლი, რომელიც მანამდე აღნიშნულ ადგილზე არსებობდა დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ნახევარწრიული აფსიდი. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია „დაბახნების“ და „მაწანწრის“ უბნის მოსახლეობის სალოცავად ითვლება.
მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.