ახალი ამბები

გახანგრძლივდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ იმუშავებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ შეზღუდვების მოხსნის წინაპირობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მათი დაწესება ვირუსის სწრაფად გავრცელების თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო.

„რამდენად დაგვჭირდება სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერ-ჯერობით, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და პროგნოზულად ვფიქრობ, რომ სიტუაცია იმედის მომცემია იმისთვის, რათა გარკვეულწილად ვისაუბროთ სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე. ასევე იმ დაბებსა და სოფლებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება სკოლებში ადგილეზე სწავლება მალევე აღდგეს.

როდესაც ეპიდემიის სწრაფად გავრცელების სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს უპირატესია სხვა სოციალურ და ბიზნეს საჭიროებებთან შედარებით. როგორც კი ეს რისკები შემცირდება, რის მოლოდინიც მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება აღდგენა და მოიხსნება ის შეზღუდვები, რომლებიც ამ სასიცოცხლო რისკების გამო დაწესდა“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.