ახალი ამბები

თელავში, ,,ღვარძელაშვილების მარნის” გაფართოება იგეგმება

თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მოქმედი აგროტურისტული ობიექტის ,,ღვარძელაშვილების მარნის” გაფართოება იგეგმება.

მარნის დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი აცხადებს, რომ მას ბუტიკ სასტუმროს მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ფინანსების სიმცირის გამო მისი აშენება ვეღარ შეძლო. როგორც მან ,,ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა, საწყის ეტაპზე მარნის და ვენახების გაფართოება მოხდება, რაშიც 25 000 ლარამდე ინვესტიცია დაიხარჯება.

მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია 5 ჰა-ს ვენახს ფლობს სოფელ კონდოლში, წლის ბოლომდე ვენახები 6 ჰა-მდე გაფართოვდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია მისი 8-10 ჰა-მდე გაზრდა.

ღვარძელაშვილის მარანში 3 დასახელების ბიო ღვინო: საფერავი, კონდოლური და ჟღია იწარმოება.