პანკისის ხეობაში სვიის ტექნოლოგიით ეკოპურის წარმოებას გეგმავენ
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მალე სვიის ტექნოლოგიით ეკოპურის წარმოება დაიწყება.
იდეის ავტორი ადგილობრივი მცხოვრები ამინა ხანგოშვილია. ის ამ იდეით „impact hub“-ის ფინალისტია. მისი თქმით, საწარმო „ეკოპური“, პანკისის ხეობაში განთავსდება და ის მომხმარებელს თერმოფილური საფუარის გარეშე, სვიის ტექნოლოგიაზე დამზადებულ ჯანსაღ, ქიმიკატებისგან თავისუფალ პურს შესთავაზებს.
მისივე განმარტებით, წარმოება ხელოვნური ტექნოლოგიით გამოყვანილ სოკოს მთლიანად სვიათი ჩაანაცვლებს, რაც არაჯანსაღი საფუარის ალტერნატივაა.
როგორც მეწარმე აღნიშნავს, სურს პურის წარმოების ინდუსტრიაში სვიის ტექნოლოგია დანერგოს, იქიდან გამომდინარე, რომ სვია საქართველოს ტყეში უხვად მოიპოვება, წარმოება კი ტყის რესურსის ათვიებასაც შეუწყობს ხელს.
„ჯანსაღი პური ჩემს საწარმოში სვიის ტექნოლოგიაზე, ქიმიკატებისა და დანამატების გარეშე დამზადდება და ჩაანაცვლებს სხვა პურს. სვია საფუვრის ბუნებრივი ალტერნატივაა, უხვად მოიპოვება საქართველოს ტყეებში და გემოვნურ თვისებებსა და ვარგისიანობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს” – ამბობს ამინა ხანგოშვილი.
აღსანიშნავია, რომ Greenპური სვიის საფუვრის ბაზაზე დამზადებული პურის საწარმოა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების, შშმ პირების დასაქმება და გარემოს დაბინძურების შემცირებაა.