ახალი ამბები

ყვარელში, ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარელში ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ცოტა ხნის წინ ჩაერთო.

ავიაცია წყალს ყვარლის ტბიდან იღებს და ცეცხლის ქრობით სამუშაოებს ახორციელებს. ცერტმფრენის გარდა, ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მეხანძრე- მაშველები.

ცეცხლი ორი დღის წინ ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში გაჩნდა. პროცესში დროულად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა ქრობით სამუშაობს ქარი და რთული რელიები აფერხებს.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის ტყეში სავარაუდოდ, 5 ჰექტარ ტერიტორიას უკიდია.