ყვარლის ტბის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
აღნიშნულ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყვარლის სამმართველოს შენობაში დაფიქსირებული ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში მოხდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით ხანძარი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.