ბოლო ერთ წელში გაძვირებული 10 დასახელების პროდუქტი
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში 10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქციიდან 8 სურსათს მიეკუთვნება. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16,2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,09 პროცენტული პუნქტით აისახა.
ბადრიჯანი — გაძვირდა 139,2%-ით;
კიტრი — 110,4%-ით;
ჭარხალი — 108,3%-ით;
მზესუმზირის ზეთი — 83%-ით;
სტაფილო — 83%-ით;
კომბოსტო — 80,3%-ით;
წიწაკა — 60,2%-ით;
თერმომეტრი — 58,5%-ით;
ატამი — 57,7%-ით;
ლურსმანი — 53,1%-ით;
გარდა ამისა, ფასები მომატებულია კიდევ 258 დასახელების პროდუქტსა და სხვადასხვა სახის მომსახურეობაზე.