გურჯაანში 70 წლამდე მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზაანში 70 წლამდე კაცი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
მომხდარე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

