ახალი ამბები

როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში

კახეთის რეგიონში ბოლო ორი თვეა ეპიდსიტუაცია გართულებულია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, 09.00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 361-ია.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ შეადგინა 2 544.

,,დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობაა -361, მათგან: ახმეტაში დაფიქსირდა -29, გურჯაანში -52, დედოფლისწყაროში -36, თელავში-89, ლაგოდეხში-57, საგარეჯოში-40, სიღნაღში -39 და ყვარელში -19 შემთხვევა.

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა- 27 567, მათგან: ახმეტაში დაფიქსირებულია-1 927, გურჯაანში-5 658, დედოფლისწყაროში -1 950, თელავში -5 415, ლაგოდეხში – 3 930, საგარეჯოში-3 526, სიღნაღში -2 668, ყვარელში-2 493. ამ ეტაპზე 5 502 პირი გადის მკურნალობას, მათ შორის 5 250 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 50 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 202 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 21 854 გამოჯანმრთელდა და 211 პირი გარდაიცვალა”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.