სოფელ ბადიაურში მამაკაცი დაჭრეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი სანადირო თოფიდან დაჭრეს.
მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საჯარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კაცი სავარუდოდ დამნაშავის ახლობელ ქალს
სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

