ძაღლს, რომელსაც კახეთში სიკვდილი ემუქრებოდა ტურისტები უკრაინაში წაიყვანენ
ძაღლს, რომელსაც კახეთში სიკვდილი ემუქრებოდა, ტურისტები უკრაინაში წაიყვანენ.
ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველი და ინტერნეტმომხმარებელი ნათია ბეუქლიშვილი წერს.
,,როგორ მიყვარს ასეთი ამბები, ძაღლი სადღაც 2 თვე იქნება რაც ჩემთან ჩამოიყვანეს თელაველმა ცხოველთამოყვარულებმა. მას მოკვლით ემუქრებოდნენ.
კასტრაცია გავუკეთე, დავამუშავე ყველანაირად და მივიკედლე. მთელი ეს დრო შატო ყვარელში ცხოვრობდა, ერთ-ერთ უკრაინელ ტურისტს შეეცოდა და უკრაინაში წაყვანა გადაწყვიტა.
ყველაფერი მოგვარებულია უკვე,პასპორტს გაუკეთებენ და გაემგზავრება უკრაინაში
შატო ყვარელში ჩემი ცუგები სულ იქ არიან და სულ აჭმევენ, არც აგდებენ და ტურისტებსაც იმიტომ მოსწონთ ეს ადგილი”,- წერს ნათია ბეუქლიშვილი.

