ახალი ამბები

საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცე მოეწყობა- ფოტოები

ქალაქ საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი არიალის მოწყობა იგეგმება.
,,პროექტის ფარგლებში იგეგმება სკვერთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა; შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსი; საბავშვო-გასართობი მოედნის და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა; სკვერში საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილებით;

ასევე დაგეგმილია ბილიკებს შორის გამწვანების მოწყობა, ასევე სასმელი წყლის ფანტანის, და დასავენებელი ჯიბეების მოწყობა სკამებით და სანაგვე ურნებით; სპორტული საკალათბურთო მოედნის და ქუჩის ტრენაჟორების მოწყობა. ბილიკების გასწვრივ დეკორატიული განათების, ლამპიონისა და დეკორატიული ღობის მოწყობა. სკვერში ასევე მოეწყობა ახალი მონოლითური კედლები, ფანჩატური და საპირფარეშო”,- აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.