ახალი ამბები

წინანდალში მოკლული სამი პირის ცხედრებს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ, ორი დაჭრილი კი საავადმყოფოში რჩება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, სამი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ორმხრივ სროლას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის საწინააღმდეგო მხარეს იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მეგობრებთან ერთად მივიდა, სადაც დაპირისპირება მოხდა.

წინანდალში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლული სამი პირის ცხედრებს გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაჭრილ კიდევ ორი მამაკაცს, ისინი ყამბარაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული, სადაც შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ.

მათ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთი, 46 წლის მამაკაცი ბინაზე, ხოლო 29 წლის მამაკაცი სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.