წინანდალში მოკლული ერთ-ერთი მამაკაცი ზურაბ ზვიადაურის ძმაა
არსებული ინფორმაციით, თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.
,,კურიერის” ინფორმაციით, მასთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცები, ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება.
“სავარაუდოდ, ცივი იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული”, – აცხადებენ თელავის რეფერალური საავადმყოფოში.
პოლიციას თელავის რეფერალური საავადმყოფოს ეზო ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.