სოფელ წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი-ვიდეო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სამი ადამიანი მოკლეს, სავარაუდოდ ორი კი დაჭრეს.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ- ერთი გარდაცვლილი ყოფილი დეპუტატისა და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს ამ დრომდე უცნობმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სავარაუდოდ, გადარჩა მათთან მყოფი ერთი პირი, რომელმაც მანქანა თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან მიყვანა შეძლო. კლინიკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.