კახეთში ინერტული მასალის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
თელავის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, მდინარეების კალაპოტიდან უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 7,5 კუბური მეტრი ინერტული მასალა (ქვა) და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.
სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.