ყვარელში ამ დრომდე ხანძარია
ყვარლიდან რამდენიმე კილომეტრში გუშინ გაჩენილი ხანძარი კვლავ აქტიურია.
ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის მეხანძრე მაშველები ახორციელებენ.
ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი ამბობს, რომ ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრეებს ადგილობრივი ხელისუფელბაც დაეხმარება, მიმდინარეობს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზება.