ახალი ამბები

ხანძარი ყვარელში- ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია

ყვარელში, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ხანძარია.

ცეცხლი სავარაუდოდ ტყის ქვედა საფარს უკიდია. კვამლი ადგილობრივებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე- მაშველები ქრობის სამუშაოებს ახორციელებენ და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

არ არის გამორიცხული ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში გამოცხადდეს.