სოფელ ჭანდარში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მომხდარი ავარიის შედეგად 42 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
გარდაცვლილის მამა კი სხეულის მძიმე დაზიანებებით გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სოფლელში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის, გიორგი მანიჟაშვილის თქმით, თბილისიდან გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც ავტომობილი ჯერ მამაკაცს, შემდეგ კი მის მამას დაეჯახა, რომელსაც გზის პირას საზამთროს ჯიხური ჰქონდა.
შეჯახების შედეგად შვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამამ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Pingback: Машина сбила торговцев арбузами на трассе в Кахетии – один человек погиб - Новости Грузия