ახალი ამბები

როდის გახდება თელავში ავტობუსით მგზავრობა ფასიანი

თელავში ამ დროისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გარკვეული დროის განმავლობაში მგზავრობა კვლავ უფასო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ემსახურება. აქედან სრული დატვირთვით მხოლოდ 5 მათგანი მუშაობს.

ასევე შეგახსენებთ, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა 8 თებერვლიდან დაიწყო. EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა.

ახალი ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე. ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მთლიანობაში თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი.

ტრანსპორტის ამუშავებისთვის, შექმნილია ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 23 მძღოლი. ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 სავარაუდო მარშრუტი.