ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
ღია სივრცეში, იქ სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
აქამდე პირბადის ტარება სავალდებულო იყო დახურულ სივრცეებში და იმ იქ სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება – ბაზრობებზე, გაჩერებებზე.
საბჭოს ცნობით, წესების დარღვევაზე ჯარიმა ისევ 20 ლარი იქნება.
NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ პირბადის ტარების რიცხვს 95%-მდე გავზრდით, ახალი შემთხვევები 70%-ით შემცირდება.