სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ, თუმცა რა გახდა თანასოფლელებს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი უცნობია.
დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/x_R_xGsPc9k” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture” allowfullscreen></iframe>