კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით, კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 46 წლის თამუნა იმედაშვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში დაიღუპა.
გარდაცვლილი ამავე კლინიკის მედდა იყო და პანდემიის დაწყების დღიდან, კოვიდით დაავადებულ პაციენტებს ემსახურებოდა. საავადმყოფოს დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, ექთანს თანმხლები დაავადებაც აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.