2022 წლიდან მერების და საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება
“მერების ხელფასები დაახლოებით 1800-2000 ლარს შეადგენს. ეს აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან” – აღნიშნულ საკითხზე განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
მისი განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყება როგორც მერებისთვის, ისევე ზოგადად, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა.
“გავზრდით მერების ხელფასებს, სავარაუდოდ გავაორმაგებთ. შეუძლებელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად, წარმოუდგენელია” – განაცხადა ღარიბაშვილმა.