ახმეტაში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს
ახმეტაში, სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ობიექტის მეპატრონე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი ბუწანკალურია.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა იარაღის მუქარით გამყიდველს სიგარეტები და დაახლოებით 1000 ლარამდე თანხა გასტაცეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.