სოფელ შალაურში 21 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 21 წლის ახალგაზრდამ, სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
მამაკაცი, რომელიც გუშინ, ევროპის ერთ- ერთი ქვეყნიდან დაბრუნდა, ნათესავებმა, სოფელთან ახლოს მდებარე ფერმაში, ჩამომხრჩვალი ნახეს.
ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
“გუშინ დაბრუნდა უცხოეთიდან. მამამ ცხვრისთვის გაგზავნა, დაბრუნება აღვნიშნოთო. ფერმაში ნახეს ჩამომხრჩვალი. უწესიერესი, საუკეთესოდ აღზრდილი ბიჭი იყო. რა მოხდა, არავინ იცის”- ამბობენ ადგილობრივები.
გამოძიება ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.