კახეთში კორონავირუსით ახალგაზრდა სტომატოლოგი გარდაიცვალა
კორონავირუსით კახეთში 35 წლამდე სტომატოლოგი გარდაიცვალა.
ქალი, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის სტაციონარში გართულებული მდგომარეობით გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება გარდაცვლილი ექიმის დედაც.
სტომატოლოგი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
კიდევ ერთი პაციენტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები მამაკაცი, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გარდაიცვალა.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 299 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.