თელავში, ,,ახალი ბაღის რეაბილიტაციისთვის” სოციალური კამპანია დაიწყო
თელავში მდებარე ,,ახალი ბაღის” რეაბილიტაციისთვის ადგილობრივებმა სოციალური კამპანია დაიწყეს.
კამპანია ადგილობრივი სამაგიდო თამაშების კლუბის დამფუძნებლმა, გიორგი ბეჟანიშვილმა წამოიწყო და ის მიზნად ისახავს ,,ახალი ბაღის” რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს, კამერების, სკამების, ნაგვის ურნების მოწყობას. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მათ თანხის შეგროვება დაიწყეს.
“ქალაქს უნდა ჰქონდეს სუფთა, მოწესრიგებული ბაღი, სადაც აღარ იქნება ჩხუბის, საქმის გარჩევისთვის შეკრების ადგილი. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოების ყურადღება გაიზარდოს სწორედ ამ ბაღის მიმართ”,- აცხადებს გიორგი ბეჟანიშვილი.
ანგარიშის ნომერი: GE23TB7859245064300025
დასახელება: თელავისთვის