თელავიდან ემიგრაციაში წასულმა ახალგაზრდამ ,,სკოტლანდ იარდში” დაიწყო მუშაობა
24 წლის ბილონკა მწარიაშვილი პირველი ქართველი გოგონაა, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პოლიციის ,,სკოტლანდ იარდის” თანამშრომელი გახდა.
ბილონკა ქალაქ თელავში დაიბადა და ბავშვობაც აქ გაატარა. მისი მშობლები ადრე დაშორდნენ. გოგონა 14 წლის იყო როდესაც დედამ ლონდონში მცხოვრებ ნიკა ბებოშვილთან ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა.
გოგონას დედის, მაია ბებოშვილის თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ ბილონკასაც მოუწია ლონდონში გადასვლა. განსაკუთრებული როლი მისი პროფესიის არჩევაში კი სწორედ ნიკამ ითამაშა. ნიკა ერთ – ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხოლო დავით ბებოშვილი უშიშროების პოლკოვნიკი იყო.
,,ბილონკა დაიბადა 1996 წლის 16 ნოემბერს. გაიზარდა ქალაქ თელავში და დაამთავრა თელავის პირველი საჯარო სკოლა. მე და მამამისი ადრე დავშორდით და ბილონკა გაიზარდა ჩემთან, ჩემი მშობლების გვერდში დგომით. ბავშობაში მას ჟურნალისტიკა აინტერესებდა. შემდეგ მე დავოჯახდი, ჩემი მეუღლე ნიკა ბებოშვილი კი ლონდონში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, რის გამოც იქ მოგვიწია საცხოვრებლად გადასვლა. ამან იმოქმედა ბილონკას გეგმების შევცლაზე. ნიკა, უკვე 10 წელია ხელმძღვანელობს ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელის უსაფრთხოებას ლონდონში. მისი მამა, დავით ბებოშვილი რომელიც ახლა გარდაცვლილია საქართველოში უშიშროების პოლკოვნიკი იყო. ჩემს მეუღლეს და ბილონკას ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას მამობა ნიკამ გაუწია. ალბათ, სწორედ ამან იქონია გავლენა იმაზე, რომ საბოლოოდ ეს მიმართულება აირჩია, რადგან ნიკას მთელი ოჯახი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ.
იმის გამო რომ მომიწია ლონდონში საცხოვრებლად გადასვლა, ბილონკაც 17 წლის ასაკში, სკოლის დამთავრებისთანავე ლონდონში წამოვიდა და მალევე წარმატებით დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ცნობილ საემიგრაციო საადვოკატო ფირმაში ადვოკატის თანაშემწედ. რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვა მას”,- განუცხადა knews.ge-ს გოგონას დედამ.
მაია ბებოშვილის თქმით,საემიგრაციო ბიუროს შემდეგ გოგონამ მუშაობა მუშაობა ლონდონში უსაფრთხოების სამსახურში ქოლცენტრში დაიწყო, სადაც დააგროვა ასევე დიდი გამოცდილება. მან ასევე წარმატებით გაიარა მოსამზადებელი პერიოდი და ახლა უკვე მუშაობს ქალაქის ერთ-ერთ რაიონში, სადაც კრიმინალის დონე საკმაოდ მაღალია.
დედის განცხადებით, ის პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ,,სკოტლანდ იარდში” დაიწყო მუშაობა.
,,ბილონკა ამავდროულად სწავლობს ,,სკოტლანდ იარდის” დაფინანსებით აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტში პროფესიული პოლიციის ფაკულტეტზე ( Professional policing practice). მომავალში მას უნდა დეტექტივი გახდეს და პარალელურად უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებაზე გააგრძელოს სწავლა. ასევე, ლონდონში ცხოვრების განმავლობაში ბილონკა დაინტერესებული იყო პოლიტიკით და ახლოს არის ინგლისის პოლიტიკურ ელიტასთან. იმისათვის რომ დაეწყო მუშაობა საკმაოდ დიდი კონკურსი იყო და თვეები გრძელდებოდა, მან ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.
თვითონ არ თვლის, რომ რამე განსაკუთრებულს მიაღწია და არ უყვარს ამის აფიშირება. რაც შეეხება მის გატაცებებს, მას უყვარს სპორტი, ცურვა, სირბილი, ლაშქრობა და კითხვა. ეს მოვლენა ჩემთვის, რა თქმა უნდა ძალიან საამაყოა, რადგან ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს მან თვითონ მიაღწია”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას მაია ბებოშვილმა.
გოგონას დედის თქმით, მისი სამსახური საკმაოდ შრომატევადი და სახიფათოა.
,,საკმაოდ სახიფათო სამსახურია და ვნერვიულობ კიდეც, მაგრამ რადგან ბილონკამ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება მიხარია, რომ მიზნისკენ მიდის და მეც ყოველთვის ვამხნევებ. რაც შეეხება თვითონ ბილონკას, ფიქრობს რომ ძალიან ნაადრევია მიღწევებზე საუბარი.”