რა ფორმატით განახლდება სწავლა სექტემბერში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, სექტემბრამდე პედაგოგების დიდი ნაწილი ვაქცინირებული უნდა იყოს.
„სექტემბრამდე ჯერ აგვისტოს სამი კვირა გვაქვს. ვფიქრობთ, ამ დროის მანძილზე შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიური ვაქცინაცია და იმედი გვაქვს, საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში.
დღეს დაიწყო სპეციალურ გამოყოფილ სივრცეებში პედაგოგებისა და სხვა პირებისთვის აცრები რეგისტრაციის გარეშე. ამის შემდეგ, ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარება. ამდენად, დღეს ნაადრევია საუბარი. ეს სამი კვირა დავაკვირდებით სიტუაციას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კითხვაზე, იქნება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია პედაგოგებისთვის, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ ჯერ-ჯერობით მოქმედებს მოდელი, რომელიც თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს ეფუძნება.