ახალი ამბები

გურჯაანის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სიმონ ქოჩორაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ის გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა თელავის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმაც, რომელმაც თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შუერთდა.

ორკოდაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია, რომ ხელისუფლება მძიმე პანდემიის პირობებში, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, ოპონენტების გაშავებით არის დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი იქნება.