თელავში ტაქსით გადაადგილების ფასი 4 ლარი გახდა
ქალაქ თელავში ტაქსით გადაადგილების ფასი 4 ლარი გახდა.
მძღოლების თქმით, ფასის გაზრდა საწვავის გაზრდის გამო მოუწიათ.
,,საწვავი გაძვირდა, ასევე გაძვირდა მანქანის ნაწილები და ბევრი თანხა იხარჯება. რისთვის ვიმუშავოთ თუ არაფერი დაგვრჩება, რომ სახლში მივიტანოთ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ეს არის. საკმაოდ მოიმატა საწვავზე ფასმა და თუ არ გავზარდეთ მგზავრობის თანხა მუშაობა აღარ გვიღირს”,– განუცხადეს Knews.ge-ს ტაქსის მძღოლებმა.
ბოლო ერთი თვეა საწვავზე ფასმა სამ ლარს გადააჭარბა. ადგილობრივების თქმით, მძღოლები გადაადგილების თანხას თვითნებურად ზრდიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ეს საკითხი რაიმე რეგულაციების ქვეშ მოექცეს, რომ თვითნებურად თანხის გაზრდა არ მოხდეს.