ახალი ამბები

კახეთში ვაქცინაციის პროცესში პედაგოგების გააქტიურება შეინიშნება

კახეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესში, პედაგოგების გააქტიურება შეინიშნება.

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე, საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილის კატეგორიული პოზიცია შეიცვალა. სკოლების დირექტორების უმრავლესობა უკვე ორჯერადად აიცრა, პედაგოგები კი რეგისტრაციას განაგრძობენ.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, მასწავლებლები ნაკლებად იყვნენ ჩართულები.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში, კორონავირუსის საწინააღმდეგო, ოთხი ვაქცინის გამოყენებაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რამდენჯერ უკვე გააჟღერა მოსაზრება, ვაქცინაციის გარეშე დარჩენილი სკოლებისა და სასწავლებლების ონლაინ- სწავლების რეჟიმზე დარჩენის შესახებ.