ერეკლე II-ის ქუჩის შენობების ისტორია – ვიდეო
ქალაქი თელავი იმ ისტორიული ქალაქების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით, თვითმყოფადი არქიტექტურითა და შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურით, გამორჩეული, ძალზედ მრავალფეროვან, სახასიათო კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
თელავში დიდი რაოდენობითაა მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე საცხოვრებელი სახლები, თუმცა XIX ს-ის საარქივო ფოტოებთან შედარებისას თვალსაჩინოა მეტად სერიოზული დანაკარგები.
მნიშვნელოვანი ცვლილება თელავის განაშენიანებამ უკვე XX საუკუნეში, საბჭოთა პერიოდში განიცადა. მაშინ, როდესაც მის ისტორიულ ბირთვში დაიგეგმა და განხორციელდა ერეკლე II-ს სახელობის გამზირი, მასზე დატანილი მსხვილი ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობებით.