ახალი ამბები

საავადმყოფოებმა გეგმიური სერვისები შეაჩერეს

მინისტრის ბრძანებით, საავადმყოფოებმა ე.წ. გეგმიური სერვისები შეაჩერეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი. ჯერ-ჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ დაწოლას. შემოდგომაზე 7 500 – 8 000-მდე საწოლი გვქონდა მობილიზებული, ამიტომ რესურსი ჯერ-ჯერობით ჯანდაცვის სისტემას აქვს.

დაძაბულობაა სასწრაფოების გამოძახების, კლინიკებში მოთავსებასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით თბილისში შეიმჩნევა, მაგრამ სხვადასხვა კლინიკაში ყოველდღიურად ემატება ახალი საწოლები.

მინისტრის ბრძანებით გაჩერდა ე.წ. გეგმიური სერვისების განხორციელება საავადმყოფოებში და ისინი გადადიან მხოლოდ ურგენტულ მუშაობაზე. შესაბამისად, მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო მეტად გამოთავისუფლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.