ახალი ამბები

დედოფლისწყაროელი სპორტსმენი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

21 წლის სპორტსმენმა გერმანელ მეტოქეს სძლია.

მანამდე ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.