ახალი ამბები

ქარმა სოფელ ლაფანყურთან მრავალწლოვანი ხეები წააქცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან ძლიერმა წვიმამ და ქარმა მრავალწლოვანი ხეები წაიქცა.

არსებული ინფორმაციით, ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც, სოფლის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. წვიმის შედეგად, დაიტბორა ქალაქ თელავში გზების ნაწილი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, აცხადებენ, რომ რომ წაქცეული ხეებისგან გზების გაწმენდისა და სოფელ ლაფანყურში ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენი სამუშაოები, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.