ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში ხეები მოგლიჯა
წუხელ გვიან ღამით, ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში, რუსთაველის ქუჩაზე ნაძვის და კაკლის ხეები მოგლიჯა.
დაზიანებულია ერთი ავტომობილი და ელექტროსადენები. ლაგოდეხის მერის მოადგილე იოსებ ვარდიაშვილი ამბობს, რომ ქარმა სხვადასხვა ადგილზე ძირითადად დააზიანა ელექტროსადენები და ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიას სტიქიით გამოწვეული სხვა ზიანის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს.