ახალი ამბები

ART DRIVE-მართვის მოწმობის წესის ცვლილება ავტოსკოლების მომსახურებას გააძვირებს

მართვის მოწმობის აღების წესში ცვლილებები შედის. შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე წარადგინა.

ცვლილებების მიხედვით, მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდებს ახალი კომპონენტი ემატება, რომლის მიხედვითაც გამოცდას მართვის მოწმობის აღების მსურველები ჯერ საგამოცდო ბაზაზე შემდეგ კი ქალაქში ჩააბარებენ.

ავტოსკოლების წარმომადგენლები ცვლილებებს მხარს უჭერენ, თუმცა ამბობენ, ამ მიმართულებით კონსულტაციები ბიზნესთან არ ყოფილა. როგორც ART DRIVE-ის დამფუძნებელი გიორგი ბერიშვილი ამბობს, ქალაქში ავტომობილის მართვის შესასწავლად შესაბამისი სივრცეები უნდა გამოიყოს. ამასთან, მისივე თქმით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მათი მომსახურების გაძვირება გარდაუვალი იქნება.