ახალი ამბები

კახეთში კოვიდ სასტუმროები ამუშავდება

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, კახეთში კოვიდ- სასტუმროების ამუშავება იგეგმება.

თელავის მერიას დაქვემდებარებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ- სასტუმროდ გადაწყობის სურვილი, ამ ეტაპზე,მხოლოდ ორმა სასტუმრომ გამოხატა.

“ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სასტუმროა, რომლებმაც კოვიდ- პაციენტების მიღების სურვილი გამოხატეს. დანარჩენებს აქვთ ჯავშნები და ამ ჯავშნების გაუქმება მათ პრობლემებს შეუქმნის”- განაცხადეს საინფორმაციო ცენტრში.

კორონა ვირუსის პირველი და მეორე ტალღის პირობებში, კახეთში ხუთი კოვიდ- სასტუმრო მუშაობდა, სადაც ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობის მქონე, პაციენტები გადაჰყავდათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით კახეთში ამ დროისთვის ორი სასტუმრო მუშაობს.
მისი თქმით, ორივე კოვიდ სასტუმრო თელავშია განთავსებული.