ახალი ამბები

რამდენი მოქალაქეა სრულად აცრილი კახეთის რეგიონში

NCDC-ის მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გაცილებით უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე – დედაქალაქში. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ორჯერდად აცრილია 126,739 ადამიანი, მათგან 81,009 თბილისში აიცრა.

თბილისის მოსახლეობაა 1.1 მილიონი ადამიანი, კახეთის კი 310 ათასი ადამიანი. მოსახლეობას შორის სამჯერადი განსხვავების მიუხედავად, თბილისში სრულად აცრილთა რაოდენობა კახეთში სრულად აცრილთა რაოდენობას 28-ჯერ აღემატება. ორჯერადად აცრილი კახეთის რეგიონში 2,871 ადამიანია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, რეგიონებში ვაქცინაციის ასეთი დაბალი რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობამ საკმარისი ყურადღება არ დაუთმო: ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას და მოთხოვნის შექმნას რეგიონალურ ჭრილში, აცრის რეგისტრაციის ისეთი სისტემის აწყობას, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებზე დაბალი წვდომის მქონე მოსახლეობასაც მისცემდა აცრის რეგისტრაციის შესაძლებლობას.